

საქართველოს პედაგოგთა და მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით და დაფინანსებით ხარაგაულში 8 მაისს ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი პროფესიულ უნარებში. მასში მონაწილეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელი.
მასწავლებელთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი სებისკვერაძის თქმით, მან სკოლებში ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელ საგანში ისურვებდნენ მასწავლებლები გადამზადებას. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული უნარები აღმოჩნდა.
ტრენერმა კახა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ „მასწავლებელთა გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგები ცდილობენ, მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. შეუძლებელია, ერთ დღეში პროფესიული უნარების მთელი პროგრამის დამუშავება. შევქმენი ინტერნეტ-გვერდი, სადაც პერიოდულად ვაქვეყნებთ მასალებსა და სავარჯიშოებს პედაგოგებისთვის. ისინი ასრულებენ ამ დავალებებს და თუ რაიმე გაუგებარია, მიკავშირდებიან.“
კახა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველია არსებობდეს სპეციალური ლიტერატურა მასწავლებელთათვის და უფრო დიდი ინტენსივობით ტარდებოდეს ტრენინგები.
ლეღვნის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა თაბუკაშვილი კმაყოფილია ტრენინგით, თუმცა თვლის, რომ ერთდღიანი სწავლება არ არის საკმარისი.
„ნაყოფიერი და მრავლისმომცემია ეს დღე თითოეული პედაგოგისთვის, – ასე შეაფასა ტრენინგი ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ბერაძემ, – ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო – მეგობრული, უშუალო და კომფორტული.“
ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით უახლოეს მომავალში გაიმართება ტრენინგი პირველი-მეექვსე კლასის მასწავლებლებისთვის მათემატიკასა და ქართულში.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი