

25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ მომენტისთვის 167 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ეს მონაცემი სავარაუდოა და შესაძლებელია, მცირე ცვლილება განიცადოს რეგისტრაციის მეოთხე ეტაპზე.
მომავალ სასწავლო წელს ყველაზე მეტი – 25 პირვეკლასელი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ისწავლის. ამ დრომდე თითო-თითო პირველკლასელი დარეგისტრირდა ვახანისა და მოლითის საჯარო სკოლებში. არცერთი პირველკლასელი არ არის დარეგისტრირიებული წიფისა და სარგვეშის სკოლებში.
2019 წლის 15 სექტემბერი კვირა, არასამუშაო დღეა. ამიტომ სწავლა 16 სექტემბერს განახლდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,