

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 3 ივლისს ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის თასზე ფეხბურთის ჩემპიონატი იწყება.
ტურნირში მონაწილეობენ – დაბა ხარაგაულის, ლაშეს, ვახანის, ვარძიის, კიცხის, ხიდრის, ბორითისა და ღორეშის გუნდები.
3 ივლისს ხარაგაულის სტადიონზე 16:00 საათზე ერთმანეთს შეხვდებიან – დაბა ხარაგაულისა და კიცხის გუნდები; 18:00 საათზე – ლაშისა და ვარძიის გუნდები;
4 ივლისს 16:00 საათზე – ხიდარისა და ვახანის, 18:00 საათზე ბორითისა და ღორეშის საფეხბურთო გუნდები.
25-30 ივლისს ზვარეში კარვების ბანაკის მოწყობა იგეგმება. ზვარეში სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის – „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალისტი ხუთი სკოლის გუნდის მოსწავლეები დაისვენებენ.
გრიგოლ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე, მოსწავლეთა სურვილის შესაბამისად, სპორტულ დარბაზში ვარჯიშებს სპორტსკოლაში მოქმედი ყველა წრე აგრძელებს.
ფოტოზე: ზვარის ბანაკი, 2016 წ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,