
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება.
აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მღება შეუძლიათ პირებს, თუ:
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მასში 3 მილიონზე მეტი დაზუსტებული მონაცემია. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო