

20 წელია, რაც სოფელ სარგვეშში აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძის სახელობის დღესასწაული „ხვიჩაობა“ იმართება. ამ დღის დაწესების იდეა თანასოფლელებს მაშინდელმა სოფლის გამგებელმა რომან შერგელაშვილმა შესთავაზა. დათქვეს, რომ მაისის პირველი შაბათი ხვიჩას ხსენების დღე იქნებოდა. „მას შემდეგ მთელი სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად იკრიბება ჩემი შვილის საფლავთან, – ამბობს გმირის დედა მზია მუმლაძე, – ეს დღე მამხნევებს და ვფიქრობ, თითქოს ხვიჩაც მათთან ერთადაა. მძიმეა ჩემი ხვედრი, მაგრამ გმირის დედობა საამაყოა.“
ხვიჩა მუმლაძის საფლავთან იკრიბებიან ახალგაზრდები, მისი თანატოლები, უმცროსი მეგობრები. სარგვეშში მცხოვრები გელა ცისკაძე ფიქრობს, რომ მათი ვალია, გმირი თანასოფლელის ხსოვნას პატივი მიაგონ, მომავალ თაობას უთხრან, ხვიჩას გმირობის შესახებ და არ დაივიწყონ მისი სახელი. „ყოველ წელს მივდივარ ხვიჩას საფლავთან. მთელი სოფელი იკრიბება. ჩვენც ვიღებთ გარკვეულ წვლილს ამ დღის აღსანიშნავად და კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ხვიჩას უკვდავ სახელს,“ – ამბობს გელა.
„მე მსმენია ხვიჩას გმირობის შესახებ. მან თავი გაწირა მეგობრებისა და სამშობლოსთვის. ამიტომ ასეთი გმირების პატივისცემა ჩვენი ვალია,“ – აღნიშნა 3 მაისს „ხვიჩაობის“ დღესასწაულზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ.
ხვიჩა მუმლაძის სიცოცხლე ოჩამჩირეში 1992 წელს შეწყდა. რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი… მის ფუძეზე იზრდებიან დისშვილები და მისი მოსახელე დისშვილიშვილები, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ გმირის სახელს.
ნინო კაპანაძე
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე