23 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, პავლე (ბაჩუკი) გორგაძემ სხდომაზე განსახილველად ორი საკითხი დააყენა: გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და მორიგი საბიუჯეტო ცვლილება.
სხდომის დასაწყისში კომისიის წევრმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომიგი საბიუჯეტო ცვლილების პროექტს არ იცნობდა და დამატებით ნახევარი საათი სჭირდება მის გასაცნობად. „მე არ ვარ თქვენსავით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მოისმენს და ისე მისცემს ხმას საკითხს,“ – განაცხადა მან. ნოდარ ებანოიძემ რამდენიმე თვის წინ დეტალური განხილვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების გამო უზუსტობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ლიკვიდაცია საკრებულომ ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბალანსის წარდგენის გარეშე მოახდინა. „ეს არის უმძიმესი დანაშაული. დაირღვა ორგანული კანონის მოთხოვნა. ამიტომ იგივე რომ არ მოგვივიდეს, უნდა გავეცნო ამ პროექტს წინასწარ და მომეცით დრო,“ – ითხოვა დეპუტატმა.
კოლეგებმა ნოდარ ებანოიძეს ნახევარი საათი მისცეს იმისთვის, რომ იგი საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებულ განმარტებით ბარათს გაცნობოდა.
ნოდარ ებანოიძეს კომისიის წევრი ვალოდა კელენჯერიძეც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პროექტები კომისიის წევრებმა გასაცნობად წინასწარ უნდა მიიღონ.
დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ კომისია მუდმივმოქმედია, ნებისმიერ წევრს აქვს უფლება მოვიდეს და კომისიიდან მასალები გასაცნობად წაიღოს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, წერილი, რის საფუძველზეც საბიუჯეტო ცვლილება უნდა განხორციელდეს, საკრებულომ 22 სექტემბერს საღამოს საათებში მიიღო. ამიტომ, ბუნებრივია, მის გაცნობას და მიწოდებას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებისთვის ვერ შეძლებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ საბიუჯეტო ცვლილების გამო საკრებულო 27 სექტემბერს რიგგარეშე სხდომას გამართავს.
რაც შეეხება საბიუჯეტო ცვლილებას, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი განმარტებითი ბარათიდან ირკვევა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ეფექტური მუშაობისათვის საჭიროა სპეციალური ტექნიკის შეძენა, რომელიც მოემსახურება მთლიანად რეგიონს. იმის გამო, რომ მხოლოდ ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა ვერ შეძლებს აღნიშნული ტექნიკის შეძენას, ეთხოვა იმერეთის მხარის რაიონებს თავიანთი წვლილის შეტანა ამ საქმეში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი რადარების შესაძენად საკუთარი შემოსულობების ზრდით მიღებული სახსრებიდან გრანტის სახით გამოყოფს 30.0 ათას ლარს.
აღნიშნული სახსრების გაცემა მოხდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2011 წელში შემოსული ჯარიმების გეგმის გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე.“
საბიუჯეტო ცვლილების საფუძველი კი ის წერილი გახლავთ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი მაჭავარიანს გამოუგზავნა:
„ბატონო აკაკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ეფექტური მუშაობისათვის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი გვაქვს სპეციალური ტექნიკის შეძენა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთლიანად რეგიონს.
დღეისათვის ქუთაისის თვითმმართველობას არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი სრულად შეიძინოს სპეციალური ტექნიკა. თქვენს მიერ გრანტის სახით თანხების გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საკითხის გადაწყვეტა.
გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება და შესაძლებლობის ფარგლებში გრანტის სახით გამოყოთ თანხები ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისათვის და თქვენი წვლილი შეიტანოთ პოლიციის მატერიალური ტექნიკის ბაზის გაუმჯობესების საქმეში.“
კომისიის სხდომაზე დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი კურიოზი. მან რამდენიმე შეკითხვით მიმართა კოლეგებს:
-ჯერ ერთი, საიდან ვიცით, რომ რადარები უნდა შეიძინონ? 30 ათას ლარს ითხოვს ქუთაისის თვითმმართველობა. როგორ უნდა მართოს ქუთაისის თვითმმართველობამ რადარი? ქუთაისის ბიუჯეტმა უნდა იყიდოს რადარი, აიყვანოს თავის ბალანსზე, შს სამინისტრო როგორ მართავს ქუთაისის თვითმმართველობის ბალანსზე მყოფ რადარს? ან უნდა ათხოვოს, ან უნდა გადასცეს არაფინანსური აქტივის სახით. გეკითხებით ეს ნორმალურია? ქუთაისი რატომ არის ინიციატორი? ჩვენი უფროსია? რატომ არ გვწერს წერილს შინაგან საქმეთა სამინისტრო?
გრანტი შეიძლება მისცეს ერთმა რაიონმა მეორეს. გრანტს ვაძლევთ ქუთაისის მრავალმილიონიან ბიუჯეტს სახელმწიფო სტრუქტურისთვის?! რა ვიცით, რომ რადარია, ეს არსად წერია. თუ რადარია, შს სამინისტროს იმდენი ფული აქვს, შეუძლია რადარის ყიდვა. ჩვენი ბიუჯეტის 30 ათასი ლარი დაგვიტოვონ ადგილზე.
ხარაგაულში საუბარია სანერგე მეურნეობის შექმნაზე. ათი ათასი ლარი ამ მიმართულებით გავითვალისწინოთ ბიუჯეტში. გამგეობის სოციალურმა სამსახურმა აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე, რომ ის ვერ გააკეთებს დასაქმების პროგრამას, რადგან არ აქვს ფული. 30 ათასი ლარი ჩავდოთ ამ მიმართულებით.
მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხი ასე არ მივიღოთ. ვთხოვ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. იქნებ მან მეტი იცის. ყველას გთხოვთ, საკითხი ასე არ დავტოვოთ.
ეს უკანონობაა, მაგრამ უფრო ნაკლები უკანონობა იქნება პირდაპირ შს სამინისტ
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან