

თუ შენც ფიქრობ, რომ წლევანდელი ზაფხული, რუსული ემბარგოს გამო, საქართველოში უნდა გაატარო, დაეხმარო ადგილობრივ ტურიზმს და საკუთარი ქვეყანაც უკეთ გაიცნო, #წამომთაში და #ჩამოდიხარაგაულში!
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) უერთდება მთის ამბები / mtisambebi.ge-ის წამოწყებულ კამპანიას და მოგიწოდებთ ყველას, მოინახულოთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უსამართლოდ მივიწყებული კუთხე – ხარაგაული.
მთა, რომელიც ოდითგანვე ქვეყნის საზღვარსაც იცავდა და ღირსებასაც, დღესაც ისეთ თავგადასავლებს დაგახვედრებს, სხვაგან რომ ვერ ნახავ.
ასევე მოგიწოდებთ ყველას, ერთად გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რა ქვეყანა გვაქვს!
„ჩემი მშობლიური კუთხე – აფხაზეთი ოკუპირებულია. ამიტომ ვერავის გეპატიჟებით იქ დასასვენებლად. სამაგიეროდ, მე ძალიან მიყვარს ხარაგაული. ჩვენ, EGI-ში, ვუერთდებით კამპანიას,“ – წერს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მელაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით