

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ ბაქოში ფოლკლორული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე „კავკასიის ცეცხლი“ იმყოფებოდა.
ანსამბლი ფესტივალზე ორი ცეკვით – „ქალ-ვაჟთა მთიულურითა“ და „აჭარულით“ წარსდგა.
ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფთა ეროვნული ცენტრისა და ბაქოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ანსამბლები მონაწილეობდნენ. საქართველოდან ფესტივალში ხარაგაულისა და ბათუმის ანსამბლები ჩაერთვნენ.
„უბისის“ ქორეოგრაფის ელისო ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ „უბისელები“ გუბის რაიონის გუბერნატორმა მიიწვია.
ანსამბლ „უბისის“ წევრებმა ბაქოში ხუთი დღე გაატარეს, ძველი და ახალი ბაქო დაათვალიერეს, ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.
საერთაშორისო ფესტივალში „უბისის“ მონაწილეობისთვის, თანადაფინანსების სახით, 10 ათასი ლარი ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური