

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს, მაგისტრალური არხის გაწმენდას, კვეთის მონოლითური ბეტონით მოპირკეთებას, კოლექტორისა და სათავე ნაგებობასთან არსებული ნაპირის დამცავი კედლის მოწყობას. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, მილხიდებს და გვირაბს.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის 820 ჰექტარ სამეუნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
დიმი–როკითის მაგისტრალური არხი სათავეს იღებს მდინარე ხანისწყალზე არსებული კაშხლიანი სათავე ნაგებობიდან. მაგისტრალური არხის სიგრძე 3,264 კილომეტრია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,