
პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ნორმატიული აქტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ახალი ნორმები დაუწესდათ ბავშვთა კვების, სამზარეულოს მოწყობისა და ჰიგიენის წესების დაცვის მიმართულებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მიიღეს. მისივე თქმით, გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ინტენსიურად იმუშავეს და მენიუ შეცვალეს. ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ნორმატიული აქტით გასათვალისწინებელ სიახლეებს სექტემბრიდან დანერგავენ. ამისთვის კი ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება დასჭირდებათ.
„ნორმატიული აქტის თანამხმად, ჭარბწონიან აღსაზრდელებს სხვანაირი კვება სჭირდებათ, ალერგიულებს – სხვანაირი. ამ კუთხით უკვე გამოვიკვლიეთ ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. კვების ბლოკში უნდა იყოს ბრებიანი ნათურა, რომელიც არ ჩანს. მზარეულებისთვის აუცილებელია ერთჯერადი ჩაცმულობა, რასაც ცალკე თანხა დასჭირდება. ყველა ჯგუფში აუცილებელია თბილი წყალი. მოთხოვნაა ჭურჭლის სარეცხ და იატაკის საწმენდ ახალ ხსნარებზე,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
მისივე თქმით, სექტემბრიდან მენიუში ნეტოსა და ბრუტოს გათვალისწინება მოუწევთ. „100 გრამი ხორცის ბრუტო არის 100 გრამი, ნეტო – 70 გრამი, – განმარტავს ქეთევან ზუმბაძე, – კალორია 70 გრამიდან უნდა ვიანგარიშოთ.“
ქეთევან ზუმბაძე იმედოვნებს, რომ სექტემბერში ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს და დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს. ხარაგაულის ყველა საბავშვო ბაღში უნდა მოწესრიგდეს სველი წერტილები და ბავშვთა კვება ახალი ნორმით განხორციელდეს.
ნინო კაპანაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან