

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთანარსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ შემაჯამებელი კონცერტი გამართა.
ვერტყვიჭალის სამუსიკო სტუდია, უკვე მე-4 წელია, „ჰარმონიას“ შეუერთდა. მეორე წელია, დასკვნით კონცერტზე ხარაგაულელი მოსწავლეები ვერტყვიჭალელ ნორჩ პიანისტებს სტუმრობენ.
კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სამუსიკო სტუდიის მოსწავლეებმა ანსამბლები პედაგოგებთან – ციური ბლუაშვილი და გულნაზი აბრამაშვილი – ერთად შეასრულეს.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა მაია ბლუაშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სტუდია „ჰარმონია“ ხარაგაულში არსებობის 18 წელს ითვლის. მეათე წელია, „ჰარმონია“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს.
სამუსიკო სტუდიაში სულ 29 მოსწავლე ირიცხება.
.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,