

ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 51 467 681 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს.
მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, ასევე, დაწყებულია აღნიშნული გზის მეორე, მოლითი- ჩუმათელეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,