ხარაგაულში, 7 ივნისს მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლეღვნურამ ლეღვანში, მარელისში, დიდვაკეში გზები და წყალმომარაგების სისტემა დააზიანა. დაზარალდა მოსახლეობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, მერიაში შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია. ხვალ საღამოს გახდება ცნობილი, თუ რა თანხის ზიანი მოგვაყენა სტიქიამ.
გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველგან დასრულებულია. ლეღვანი ხარაგაულს მარელისის გავლით უკავშირდება. აღდგენილია ლეღვნის სკოლამდე მისასვლელი გზა. თუმცა, ამ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ლეღვნის საჯარო სკოლაში, თუ მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი უგზოობის გამო ვერ განახლდა, სასწავლო წლის ბოლო ორ დღეს მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილები დიდვაკის კორპუსში ჩაუტარდებათ.
ამ წუთებში მუშაობენ მდინარე ლეღვნურასთვის კალაპოტის შესაცვლელად იმ ადგილზე, სადაც მობეტონებული გზის 50 მეტრიანი მონაკვეთი ჩაწყვეტილია.
თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალს მანქანებით მიაწვდიან. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს შეძლებენ, რომ დაბა ხარაგაულს წყალი პატარა ხარაგაულის წყალსადენიდან გრაფიკით მიეწოდოს.
ხარაგაულის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანსაც ითვლის. ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ელოდება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი