ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ხარაგაულში სამუსიკო სკოლის კონცერტით დასრულდა.

ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს მოსწავლეებმა მარიტა ჩაგელიშვილმა, ნათია კაციტაძემ, ქეთევან მანჯავიძემ, თეკლა ებანოიძემ, მარიამ კალატოზმა, არმაზ შავიძემ, მარიამ ტაბატაძემ, მარიამ ხაჩიძემ, თინათინ შავიძემ (პედაგოგები ალა კვირიკაშვილი, ხათუნა მაჭავარიანი, დარეჯან გვაძაბია, თამარ ჩიმაკაძე).

მოწონება დაიმსახურა ილია კაპანაძის მიერ შესრულებულმა, კომპოზიტორ მამია ხატელიშვილის სიმღერამ „კარგი ხარ, გოგოვ“ (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე).

სამუსიკო სკოლასთან არსებული ბენდის „გრავეს“ წევრებმა დარეჯან გვაძაბიამ, თამარ ჩიმაკაძემ, ირაკლი ცქიტიშვილმა, გიორგი გავაშელიშვილმა, ნიკოლოზ კიკნაძემ, დალი მერაბიშვილმა და დათო კვირიკაშვილმა პოპულარული ქართული სიმღერების პოპური შეასრულეს.

„გრავემ“ აკომპანიატორობა გაუწია სამუსიკო სკოლის გოგონათა ანსამბლებს „შეგირდები“ და „ედელვაისი“, ინდივიდუალურ შემსრულებლებს – ნიცა ზუმბაძეს, მარიამ ფცქიალაძეს, თამთა და ნიკა კიკნაძეებს, ელენე მესხს, სალომე მაჭავარიანს.

მაყურებლის დიდი ოვაციები მოჰყვა ჯაზურ კომპოზიციას, რომელიც სამუსიკო სკოლის კონსულტანტის, ზურაბ ვასაძის ინიციატივით შეიქმნა.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ 2019 წელს კონკურსსა და ფესტივალებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და დიპლომები გადასცა. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისათვის.

სამუსიკო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი 12 ივნისს გაიმართება.