
ხარაგაულს დღეს „მოდუსის“ ანიმატორები ეწვივნენ. მათ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილ ბავშვებს სახალისო წარმოდგენა შესთავაზეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საფუძველი 1949 წელს ჩაეყარა. ამ წლის პირველ ივნისს, პარიზში, ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის.
1950 წლიდან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
„მოდუსის“ ანიმატორები ხარაგაულში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა (უფროსი ირინე ჩხეიძე) მოიწვია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო