

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტით გაიხსნა.
დღეს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი იუბილარია – 1953 წლის პირველ ივნისს ხარაგაულში პიონერთა და მოსწავლეთა სახლი გაიხსნა.
მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი და საინტერესო კონცერტი შემოგვთავაზეს. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ საესტრადო მუსიკის, რიტმული ცეკვებისა და ლიტერატურული თეატრის წრეების მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში მათ მასწავლებლები – დარეჯან გვაძაბია, ქეთევან ხარაძე და ლალი შარაშიძე თანამედროვე სიმღერებს, ცეკვებსა და მხატვრულად კითხვას ასწავლიდნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ გადაწყვიტეს წელს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი განსხვავებულ სივრცეში ჩაეტარებინათ. პირველ რიგში, ეს ბავშვების სურვილი იყო.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მომავალ კვირაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გონებამახვილთა და საზრიანთა კონკურსი „რა? სად? როდის?“ გაიმართება. ამ კონკურსში მხარეთმცოდნეობის, ინგლისურისა და მათემატიკის წრის მოსწავლეები ჩაერთვებიან (პედაგოგები მაკა გელაშვილი, ეკა ხარატიშვილი, მარინე თაბუკაშვილი). ჩატარდება საგალობლების საღამო (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე). დაგეგმილია ხატვის წრის (პედაგოგი მარინე გოგია) მოსწავლეთა კონკურსი მარელისში. მარელისის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ხეზე კვეთის წრე (პედაგოგი იზო გველესიანი).
ივნისში მოსწავლეთა სახლთან არსებული მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ კონცერტს ვერტყვიჭალაში გამართავს. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, სავარაუდოდ, 25 ივნისს კინოთეატრში ჩაატარებს.







ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული