
მეხუთე წელია, რაც ქუთაისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ენა და კულტურა“ – იმართება.
წელს კონფერენცია მწერალ ოტია იოსელიანს ეძღვნება. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 165 მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენციის პირველი დღის ბოლოს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი გაიმართა. ხარაგაულელები მაყურებლის წინაშე ოტია იოსელიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ წარსდგნენ.
ხარაგაულის თეატრი ქუთაისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის -„თეატრალური იმერეთის“ ორგანიზატორებმა მიიწვიეს. ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ მხოლოდ ხარაგაულის სახალხო თეატრის რეპერტუარში აღმოჩნდა. ამიტომ მათ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. სპექტაკლს კონფერენციის მონაწილე ენათმეცნიერები, ლიტერატორები, უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ირინე ჩხეიძე მოხარულია, რომ მაყურებელმა სპექტაკლი კარგად მიიღო.
საერთაშორისო კონფერენცია „ენა და კულტურა“ 2 ივნისს დასრულდება. კონფერენციის ორგანიზატორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ-პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო