

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ინტელექტის დღესთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის „ინტელექტის დღე 2014“ მუნიციპალური რაუნდი გაიმართა. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21 სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
მუნიციპალურ ტურში 11 ქულა მოიპოვა და გაიმარჯვა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ინტელექტუალთა გუნდმა.
კონკურსის წამყვანმა ბექა შანიძემ აღნიშნა, რომ კითხვები ძალიან რთული იყო და მოსწავლეებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს. მისივე თქმით, ხარაგაულელი მოსწავლეები აზროვნების მაღალი დონით გამოირჩევიან.
გამარჯვებული გუნდის წევრი, თამარ ჩხიკვაძე გახარებულია შედეგით და მიიჩნევს, რომ ასეთი კონკურსები ხელს უწყობს ინტელექტის დონის ამაღლებას და მოსწავლეებში ჯგუფური აზროვნების განვითარებას.
„ინტელექტი სდღესთან“ დაკავშირებით კონკურსი „რა? სად? როდის?“ მოსწავლეებს შორის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
2014 წლის საქართველოს ჩემპიონატი 24 მაისს თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლების გუნდები მიიღებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის გუნდს.
სალომე ალავიძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,