

„მეგობრებო, გთხოვთ არ დაგეზაროთ და გააზიარეთ ჩემი დაგვიანებული პოსტი, – წერს სოციალურ ქსელში ანი გელაშვილი, – შარშან ივლისში ზესტაფონი-ხარაგაულის მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც უფლის წყალობით მოვლენილი ორი ახალგაზრდა ექიმი მამაკაცი შეესწრო.
მათ პროფესიონალურად აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩვენს 8 წლის გოგონას. რომ არა ეს ექიმები, უფალმა იცის, როგორ იქნებოდა ბავშვის მდგომარეობა.
ამ ექიმებს ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით. ოჯახი მათი უსაზღვროდ მადლიერია და მადლობის თქმა უნდათ პირადად. ნინიკოსაც უნდა, რომ იცნობდეს იმ მაშველებს, იმ დიდი არმიის კიდევ ორ წევრს, ვინც მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოლა და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.
გთხოვთ, მივაწვდინოთ ხმა იმ არაჩვეულებრივ მადლიან ადამიანებს; ან ვინმეს მათ ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებს ეცნოთ ეს ამბავი და გამოგვეხმაურონ.
დარწმუნებული ვართ, მათაც აინტერესებს ნინიკოს მდგომარეობა.
ნინიკო და მისი ოჯახი გამოხმაურებას ელოდება. საქართველო პატარაა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“.
ფოტოზე: ასე დახვდნენ ახლობლები საავადმყოფოდან შინ დაბრუნებულ 8 წლის ნინიკოს.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური