საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დირექტორის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას 9 ადამიანი იღებს.

ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის აპრილში მოქმედი დირექტორი, ნათია კაპანაძე, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.

კაპანაძე დირექტორად 2016 წელს აირჩიეს და ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზია არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა, როგორც მიუკერძოებელი და მზარდი ორგანიზაცია.

მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ კაპანაძის სადავო არგუმენტებით გადაყენება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასების საგანი გახდა.

ნათია კაპანაძე ამ ეტაპზე სასამართლოში დავობს. ის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.  კაპანაძეს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაც სურდა, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დირექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურში 9 ადამიანი იღებს მონაწილეობას.

ვრცლად წაიკითხეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ვებგვერდზე.