ხევი-უბისას საავტომობილო მაგისტრალის მშენებელი კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“-ის გენერალურმა მენეჯერმა მა ჯინმა დღეს ბორითის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სათამაშოებით დაასაჩუქრა.
ბორითის საბავშვო ბაღი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებს შორის, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია. ამჟამად საბავშვო ბაღში 50 აღსაზრდელი ირიცხება. სექტემბერში სკოლაში 18 კურსდამთავრებული მიდის, საბავშვო ბაღში კი – 25 ბავშვს ელოდებიან.
მა ჯინმა ბორითის საბავშვო ბაღში სტუმრობისას აღნიშნა, რომ გზის მშენებლობისას მათი უმთავრესი მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. თუმცა, სურდათ, რომ ადგილობრივ თემში სხვა სასარგებლო საქმეც გაეკეთებიათ.
კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ ბორითის საბავშვო ბაღის შესახებ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესგან შეიტყვეს. მა ჯინის თქმით, ეს არ იქნება კომპანიის მხრიდან ერთჯერადი აქცია და მათი ურთიერთობები საბავშვო ბაღთან მომავალშიც გაგრძელდება.
მა ჯინს ბორითის საბავშო ბაღში ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი შეხვდნენ. მათ საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან ერთად გზის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთზე აშენდება 35 ახალი ხიდი (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბი. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი