
სოციალურ ქსელში დღეს დილით ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთის დევდარიანების უბანში მცხოვრებმა თეა ტალახაძემ დაწერა, რომ ახალდაგებული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთი განადგურებულია.
„სოფელში გზა კეთდება და გვიხარია. ახალი, ფართო, ბეტონით დაფარული, თუმცა… ახალგაზრდა კაცმა იმდენი არ უნდა დალიო, რომ სახლის გზა ვერ გაიგნო.
არც იმდენი უნდა დალიო, რომ ახლად დასხმულ ბეტონზე ცხენი აჭენავო და ვერ მიხვდე, რამხელა ბოროტებას ჩადიხარ სოფლისა და იქ მაცხოვრებლების წინაშე.
თუ მაინც სვამ და ზომა-წონას ვერ გებულობ, შენს სოფელში დაეტიე, იქაც გექნება ცხენით საჯირითო ადგილები. ერთბაშად არსენა მარაბდელობა არ ჩამოგერთვათ რა.
მთელი 300 მეტრია განადგურებული,“ – წერს თეა ტალახაძე.
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გზა ვინმემ შეგნებულად დააზიანა და ეს დადასტურდა, მაშინ ამ ქმედების ჩამდენი სოფლისა და მისი განვითარების მტერია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, რადგან გზა ჯერ მუნიციპალიტეტს არ ჩაუბარებია, გზის მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული სავარაუდო დამნაშავის გამოვლენაზე.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მშენებელი პასუხისმგებელია დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენაზე. მისივე თქმით, გზის მშენებლობას აქვს თავის სტანდარტები, რომელიც მშენებელმა უნდა დაიცვას – დაიკეტოს გზა, დაიდგას მშნებლობის ბანერი, გამაფრთხილებელი ნიშნები და ასე შემდეგ, თუმცა ეს მოქალაქის პასუხისმგებლობას არ ამცირებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის