

ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დღეს, 29 მაისს, სპორტულ დარბაზში ხატვის კონკურსი გაიმართა.
კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. მასში 60 ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო.
მონაწილეთა ნამუშევრებს სპეციალური ჟიური (ზეინაბ ბუაჩიძე, ჟუჟუნა კალანდაძე, გაიოზ შუბითიძე, გია მეიფარიანი) შეაფასებს.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულები ორშაბათს, 3 ივნისს, გამოვლინდებიან. საუკეთესო ნამუშევრები ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში გამოიფინება.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა