

ვარძიაში, ლეღვანში, კიცხსა და ვახანში ბაღების მშენებლობა დასრულდა.ახალაშენებული ბაღები მუშაობას სექტემბრიდან შეუდგებიან. ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ქეთევან ზუმბაძის თქმით, მალე ახალ საბავშვო ბაღებში გადაიტანენ საჭირო ინვენტარს, რომელიც ამჟამად ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში ინახება. „ძალიან მინდა, წელს მოვასწროთ კიცხის საბავშვო ბაღის გახსნა, რომ ერთი თვე მაინც ისწავლონ უფროსჯგუფელებმა ახალ ბაღში“, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე. მისივე ინფორმაციით, ბორითის საბავშვო ბაღის შენობაში მალე დაიწყება რემონტი.ბორითის მოსახლეობა საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფების დამატებას ითხოვს.
2014 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრისგან გამოცემული ნორმატიული აქტით ყურადღება გაძლიერდა სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების მიმართ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მზარეულებსა და ექთნებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვთა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. სამდღიან ტრენინგს წარმართავდა სკოლამდელ დაწესებულებათა ტრენინგებისა და განათლების ცენტრის ნუტრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გულიკო დვალი.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,