

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღე ხარაგაულელებმა ბორითში, მისი ტრაგიკულად დაღუპვის ადგილას აღმართულ მონუმენტთან აღნიშნეს. წელს მერაბ კოსტავა 80 წლის გახდებოდა. სიმბოლურია, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს დაიბადა.
მონუმენტი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მისი სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა იაკობმა (სამაკაშვილი) აღავლინა.
პატრიოტული სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს ბორითის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლის „ბორა“ (ხელმძღვანელი მაკა კოდუა) წევრებმა.
მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხარაგაულში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტით გაგრძელდა.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, ცეკვა და სიმღერა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ხარაგაულის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელები: გიორგი ჩოგოვაძე, ზურაბ გოგოლაძე), ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) და ინდივიდუალური შემსრულებლები თიკო და თამარ ლურსმანაშვილები, ბათუ კიკნაძე.
1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში შეკრებილმა ეროვნული საბჭოს წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.



ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით