

წელს პირველად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის ისტორიაში, სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.
„ბოლო ზარს“ ზეიმობდა ლეილა (მარიამ) ხიჯაკაძე, – გოგონა, რომელიც თვითონ იყო ამ მშვენიერი ღონისძიების რეჟისორიც და სცენარისტიც, მსახიობიც და მომღერალიც.
მის გვერდით იყო ყველა მოსწავლე და პედაგოგი სკოლის დირექტორ გიორგი გველესიანის ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ დაგვატკბო მარიამმა თავისი უჩვეულო ხმით, საოცარი იუმორითა და არტისტიზმით.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული პედაგოგებმა და თანასკოლელებმა რესტორან „შუა ქალაქში“ მიიწვიეს, რათა ეს დღე გაელამაზებინათ მისთვის.
„მსახიობიც ხარ, მხატვარიც
ყველაფრის მცოდნე როგორ ხარ,
მომღერალი და მოლექსე
მართლა მაგარი გოგო ხარ.”
ეუბნებოდნენ მარიამს მეგობრები.
უსაზღვროდ ბედნიერი იყო მარიამი. მისი ოცნებაა, უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხოს.
ვუსურვებთ მარიამს ოცნებების ასრულებასა და ბედნიერ მომავალს.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური