

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულში 18-19 მაისს ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა.
ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, წელს მათ ბიუჯეტში 4 500 ლარი გაითვალისწინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეების გამოსაკვლევად.
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა გუშინ ბორითის საჯარო სკოლაში ჩატარდა, დღეს, 19 მაისს, – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. გამოკვლევები ჩაუტარდათ როგორც მოზარდებს, ისე უფროსი ასაკის ადამიანებს. ფარისებრ ჯირკვალზე ექოსკოპია 259 პირმა გაიკეთა. მათგან 141 პიროვნებას, რომელთაც ექოსკოპიური კვლევის დროს საეჭვო მდგომარეობა აღმოაჩნდათ, სისხლის ანალიზი ადგილზე აუღეს.
ექიმი ენდოკრინოლოგი/რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულიკო ქაჯაია ამბობს, რომ მოზარდებში კვანძოვანი ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებმა საგრძნობლად მოიმატა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ხარაგაულში შემოწმებულ კონტინგენტს საგანგაშო მდგომარეობა არ აქვთ.
ფარისებრი ჯირკვლის კვლევის საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.