

18 მაისიდან ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში დაიწყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიის GeoLab ჯეოლაბის ერთობლივი ორთვიანი სწავლების პროექტი „გრაფიკული დიზაინის კურსი“.
კურსის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის ამაღლება, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის – გრაფიკული დიზაინის შესწავლის ხელშეწყობა. კურსი მთლიანად პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
• Adobe Photoshop-ში გამოსახულების დამუშავება;
• Adobe illustrator-ში გრაფიკული პროდუქტის შექმნა და დამუშავება;
• პოლიგრაფიული პროდუქტის შექმნა და დასაბეჭდად გამზადება;
• გიფის აწყობა სხვადასხვა ტრენდული ვიზუალით;
• ბანერების, სავიზიტო ბარათების, ბროშურების და პოსტერების შექმნა;
• Product Icon – ის შექმნა, Material Design-ის წესების დაცვით და ნამუშევრის სწორად შეფუთვა.
გრაფიკული დიზაინის ლექციებს თათია გუგენიშვილი უძღვება.
ტრენინგი საქართველოს მასშტაბით 9 რეგიონში მიმდინარეობს.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული