

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი – „მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები“ ჩაუტარდათ.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოშობა და მისი გარემოსდაცვითი ასპექტები. გაეცნენ ეკოსისტემურ სერვისებს, მისიის შეფასების მეთოდებს და ასევე მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით ვიქტორინაში. ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი კი სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა.
შეხვედრა პროექტის – „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ – ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი“, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ ერთად სამცხე-ჯავახეთის მხარეში ხორციელდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,