

ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების გადამზადებას აპირებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ორი თვის წინ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამიერიდან ექიმები ტესტირებას გაივლიან. მინისტრის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმ ტექნოლოგიურ სიახლეებთან, რომელიც მედიცინაში ინერგება. ამიტომ ყოველი ხუთი და ათი წლის შემდეგ განახლებას საჭიროებს მედიკოსების მიდგომებიც.
„მედიკოსებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ უფლება, გააგრძელონ მუშაობა ახალ რეალობაზე მორგებით, რომ კვლავ გააჩნიათშესაბამისი კვალიფიკაცია, უმკურნალონ პაციენტს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, – ის მედიკოსები, რომლებიც სერტიფიცირებას ვერ გაივლიან, მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. 2014 წლიდან რესერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ჯანდაცვითი ტექნოლოგიები ხშირად იცვლება და დავუშვათ, ის, რაც ათი წლის წინ იყო აღიარებული სწორ მიდგომად, ხუთი და ათი წლის შემდგომ უკვე განახლებას საჭიროებს.
ამიტომ არამედიკოსების (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის თანაშემწეები) ფორმატიც კი მოითხოვს რესერტიფიცირებას. ეს ნიშნავს, რომ ექიმმა დაადასტურა საკუთარი ცოდნა და კვალიფიკაცია, თუმცა, ამის დადასტურება ძალაშია მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამის შემდეგ, თავიდან, განახლებული ფორმატით, კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ უფლება აქვს მუშაობის გაგრძელების.“
მინისტრის თქმით, კლინიკურ მედიცინაში მიღებულია, რომ, საშუალოდ, ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება მნიშვნელოვანიცვლილებები. მისივე განცხადებით,სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების სტრუქტურა უკვე არსებობს. „თუნდაც ის ერთხელ მინიჭებული სერტიფიკატი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ჰქონდეს მედიკოსს, ჩვენი სამსახურის მიერ გაიცემა. რესერტიფიცირებასაც იგივე სამსახური გააკეთებს. უბრალოდ, მოგვიწევს უფრო აქტიური მუშაობა.
რაც შეეხება იმას, რესერტიფიცირება ფასიანი იქნება თუ უფასო, ექიმების უმეტესობისთვის, თუნდაც მინიმალური გადასახადი, ტესტების თვითღირებულებაც კი, მნიშვნელოვანი თანხაა. ამიტომ ვეცდებით, რომ თანხა მინიმალური იყოს, თუნდაც პირველი ეტაპის სერტიფიცირებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ამ სისტემის აღდგენა ექიმების კისერზე არ გადავიდეს. მინდა, ყველამ სწორად გაიგოს, რესერტიფიცირების პროგრამის ამოქმედება არ არის მიმართული იქით, რომ ჩვენი კოლეგებისგან თანხა იქნეს ამოღებული. ამ პროგრამის მიზანი, პაციენტებისთვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესებაა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმები რესერტიფიცირებაზე.
ქეთევან აბრამიშვილი: -მოხარული ვიქნები, თუ კიდევ გადავმზადდები. ეს არის აუცილებელი, რათა დავრწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში.
აზა ფურცელაძე: -მე მაქვს მუდმივი სერტიფიკატი. თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩავიდინე, ან ავადმყოფი არ მოვკალი, არ მიუქმდება სერტიფიკატი. ამას ჯობია კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ტრენინგები.
ზაური ჭუმბურიძე: -ოთხი სეტიფიკატი მაქვს და ყველა მუდმივია. ვფიქრობ, რესერტიფიცირება არ არის საჭირო.
ნანი არევაძე: -ჩემი აზრით, არ არის ამდენი გამოცდა საჭირო. ჯობია, კვალიფიკაციის
ამაღლება და ტრენინგები. იქ მივიღებთ ცოდნას ახალ ტექნოლოგიებზე. აღარ არის საჭირო საგამოცდო სტრესი ყოველ ხუთ წელიწადში. ისედაც ბევრი სტრესი, ემოციური დატვირთვა და ღამის თევა გვიხდება ექიმებს.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,