

22-26 აპრილს აღინიშნება ევროპის იმუნიზაციის კვირეული. ამასთან დაკავშირებით გვსურს ერთხელ კიდევ გესაუბროთ იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.
იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.
იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან.
ამჟამად ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთ-ერთი ძირითადისაშუალება – ვაქცინაცია. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვისუნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.
ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ).
სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B (ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB (დიფთერია,ყივანახველა,ტეტანუსი,ჰემოფილუსინფლუენცატიპიბ,ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR (წითურა,წითელა,ყბაყურა) და Rota (როტა ვირუსული ინფექცია).
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:
BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
Hep B (მონო) – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
DPT-HIb-HepB – 2,3,4 თვის ასაკში;
OPV – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
ROTA – 2, 3 თვის ასაკში;
MMR – 12 თვის და 5 წლის ასაკში;
DT – 5 წლის ასაკში;
Td – 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი-ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამშემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო,როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებებიდა ა.შ. თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი.
იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.
აცრისშემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია ადამის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოსექიმს.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით.
აცრები უფასოა! ვაქცინაცია უსაფრთხო!
გახსოვდეთ! დროული აცრა თქვენი შვილების ჯანმრთელობის საიმედო მცველია. მათ არ შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ყველა მშობელს მივმართავთ – აცერი, დაიცავი!
ნინო ბუხნიკაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმი
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,