

ლექსების წერა ექვსი წლის წინ დიდმა ტკივილმა დააწყებინა, თუმცა ამაში პატარა წვლილი სიყვარულმაც შეიტანა. პოეზიის საღამოებს ის და მისი მეგობრები სხვადასხვა ქალაქში მართავენ.
მისთვის ეს პირველი პერსონალური პოეზიის საღამოა.
16 აპრილს ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა ახალგაზრდა პოეტის დათო ჯიმშიაშვილის პოეზიის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი მუზეუმის რეგისტრატორი სოფო ჩუბინიძე გახლდათ.
მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, თქმით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წაახალისოს ნიჭიერი ახალგაზრდები. იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება სპონსორი, ვინც დათოს კრებულს დააფინანსებს.
პოეზიის საღამოზე სიყვარულის თემაზე შექმნილი ლექსები სჭარბობდა. საღამოს მუსიკალური ჰანგებით ალამაზებდა სალომე კვირიკაშვილი.
გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს.
ვიწყებ ხვალიდან
თითქოს აღარ მჯეროდა,
სიყვარულის ძალის და
მის გამოსწორებას ვიწყებ
ახლა, ხვალიდან!
გრძნობების გამოხატვას
არ ვუწესებ დიდ ვადას,
თორემ აღმოვაჩინე –
თურმე დამაგვიანდა!
მე ასე გადავწყვიტე,
რომ არ დამაგვიანდეს,
სიყვარული გიმტკიცოთ
ყველას, სულ ჩემიანებს!
ბედი ჯერ მე მეცნობა,
ხვალ კი თქვენს თავს გამაცნობს.
მერე თვითონ განგებაც
გადამიხდის მადლობას,
აღარ დაგვიანებულ
სიყვარულის სანაცვლოდ!
დ.ჯ.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,