

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულში – სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ზესტაფონში – სოფელ ქვემო საზანოში საბავშვო ბაღების პროექტირება-მშენებლობისათვის ტენდერი 18 აპრილს 1 500 000 ლარზე გამოცხადა. ტენდერში არც ერთი სამშენებლო კომპანია არ ჩაერთო.
ვერტყვიჭალაში, საღანძილესა და ქვემო საზანოში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ხელახლა უნდა გამოაცხადოს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საბავშვო ბაღებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა მოამზადოს, რვა თვეში კი საბავშვო ბაღების შენობები ააგოს.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების