

„ჩინეთი საქართველოს თვალით“ – ასე ეწოდება ფოტოგამოფენას, რომელიც ხარაგაულის ისტორიულ მუზუემში 24 აპრილს მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინიციატივით გაიხსნა.
ფოტოების ავტორია რეჟისორი და ფოტოხელოვანი, ჩვენი თანამემამულე რამაზ ბლუაშვილი.
გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ხარაგაულს ჩინეთის ელჩი საქართველოში იუ ბინი და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ფოტოგამოფენასთან ერთად ელჩმა დათვალიერა მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები. იუ ბინმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია საქართველოს ყველაზე ლამაზ კუთხეში, იმერთში სტუმრობით და ფოტოგამოფენის გახსნაში მონაწილეობით. მისივე თქმით, რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები მნახველს გააცნობს ჩინეთის კულტურას, ისტორიას, პეიზაჟებს, ქვეყნის მიღწევებსა და დღევანდელობას.
ისტორიულ მუზეუმში სტუმრობამდე ჩინეთის ელჩმა იუ ბინმა ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა საღანძილეში ჩინური კომპანიის მიერ გახსნილი კარიერი.
იუ ბინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე და საქართველოს ცალკეულ მხარეებთან სამომავლო ურთიერთიერთობებზე.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტოგამოფენა ორ კვირას გასტანს.
ნინო კპანაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების