

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის პირველ – 24,620 კმ-იან მონაკვეთს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აშენებს.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დ1500-იანი და დ1000-იანი წრიული მილების და ლეგოს ტიპის ბლოკების წარმოება.
პარალელურად, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მე-7 და მე-9 კმ-ზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი და საყრდენი კედლების მოწყობა.
პროექტის მენეჯერის, გენო აკოფაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა ძირულიდან ხარაგაულამდე 2019 წლის შემოდგომაზე დამთავრდება. ამის შემდეგ კი დაიწყება ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთის მოასფალტება, რაც, ამ წლის ბოლოსთვის ვერ დასრულდება.
გენო აკოფაშვილის ინფორმაციით, ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულდეს.


ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული