

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 2 ივნისიდან 20 ივნისამდე ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2019“ გაიმართება.
თეატრალურ ფესტივალში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრებთან ერთად, უცხოური თეატრალური დასები ჩაერთვებიან. წელს ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ მეათედ იმართება. მესამე წელია, რაც უცხოურ თეატრებს იწვევენ. ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილის, ინფორმაციით, წელს საფესტივალო პროგრამაში ბაქოს, რუმინეთის, სომხეთისა და პოლონეთის თეატრები ჩაერთვებიან.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი „თეატრალურ იმერეთზე“ გურამ დოჩანაშვილის სამმოქმედებიანი პიესით „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდება.
თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან – საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის მერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,