

ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ ივნისში ბაქოში საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს.
ამ ანსამბლის ბაქოში გასტროლისთვის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 5 ათას ლარს ითხოვდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 მაისის სხდომაზე, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, დეპუტატებმა მერიას მოსთხოვეს, რომ ანსამბლის გასტროლისთვის საჭირო თანადაფინასების თანხა 10 ათას ლარამდე გაეზარდა.
ამ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. დეპუტატი ეკა შველიძე მიიჩნევს, რომ ანსამბლის გასტროლები ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. დეპუტატები ლენა აბაშიძე, ია პაქსაშვილი და დოდო ხაჩიძე ამბობენ, რომ სოფლებში მოქმედი ქორეოგრაფიული წრეები ასეთ მხარდაჭერას მოკლებულია და გამოდის, რომ ყველაფერი მხოლოდ დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვისაა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამობს, რომ არც ერთი მუნიციპალიტეტი არ აფინანსებს ბიუჯეტიდან ანსამბლების ფესტივალებში მონაწილეობას.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური