

მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთის რეგიონში 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მარელისის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის, ცხრაწყაროს, ქვედა საზანოს #3, მეორე სვირის #1, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთისა და ქვედა სიმონეთის #2, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევისა და ქალაქ სამტრედიის #4 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.
ტენდერი 460 325 ათას ლარზეა გამოცხადებული. საპროექტო ორგანიზაციებისგან სატენდერო წინადადებების მიღება 21 მაისიდან 25 მაისამდე გაგრძელდება.
ფოტოზე: ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,