დღეს, 7 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის, გიორგი კურტანიძის ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მიწვეული სტუმრების უმრავლესობამ პირველად შეიტყო, რომ გიორგი ხატავდა. მას ხარაგაულელები როგორც საფეხბურთო გუნდ „ჩხერიმელას“ ფეხბურთელს იცნობენ. ბავშვობაში გიორგი, ძირითადად, ფეხბურთელების პორტრეტებს ქმნიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხატვით უფრო სერიოზულად დაინტერესდა და პროფესორ ილო პატაშურის სახელოსნოში ხვეწდა საკუთარ შესაძლებლობებს.
როგორც გამოფენაზე მისულმა დამთვალიერებლებმა აღნიშნეს, მის ნახატებში ჩანს გულწრფელობა, ემოცია, ფანტაზია, ფაქტურისა და ფერების ორიგინალური შეხამება.
ნაივური მხატვრობის პიონერი ხარაგაულში – ასე შეაფასეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ და ხარაგაულის #3 სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა დალი ლურსმანაშვილმა გიორგი კურტანიძის შემოქმედება.
თვითნასწავლ მხატვარს პირველი გამოფენის გახსნა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა – მანანა ბარბაქაძემ, დავით კიკნაძემ, იუზა კელენჯერიძემ, პაატა გოგოლაძემ და ოჯახის წევრებმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მოსწავლის წარმატებით, – აღნიშნა გამოფენის გახსნისას გიორგი კურტანიძის პირველმა მასწავლებელმა დოდო გელაშვილმა, – პირველ რიგში ვცდილობ, რომ მოსწავლე კარგ მოქალაქედ აღვზარდო. ორმაგად გახარებული ვარ, რადგან გიორგი კარგი მოქალაქე და ნიჭიერი შემოქმედია.“
გიორგი კურტანიძის ნახატების გამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ერთ კვირას გაგრძელდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი