12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა საქართველოში ყოფნისას რამდენიმე მთაზე აღმართა ჯვარი. გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი მთა ხარაგაულის ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარეობს (ზღვის დონიდან 2439 მეტრი), რომელსაც ადგილობრივები „რკინის ჯვარს“ უწოდებენ.

მთა „რკინის ჯვარზე“ ანდრიაობის დღესასწაულის მოლოცვით აღნიშვნას 17 წლიანი ტრადიცია აქვს. ტრადიცია გრძელდება. მსვლელობის მონაწილეები 2019 წლის 12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად მოილოცავენ მთა „რკინის ჯვარს“. მსურველებს გზად ელოდებათ ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება, შთამბეჭდავი ხედები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ღონისძიებების
განრიგი:

11 მაისი (შაბათი)
14:00 სთ. თბილისი – ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარი ხატის გამობრძანება სიონის საკათედრო ტაძრიდან;
17:00 სთ. – საათი ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატის ჩამობრძანება ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველოდებულის სახელობის ტაძარში.

12 მაისი (კვირა)
05:30 სთ. შეკრება ხარაგაულის მერიასთან, მანქანებში ჩასხდომა;
06:00 სთ. მსვლელობის დაწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისაკენ;

მსვლელობის მონაწილეთა წესები და აკრძალვები
1. მსვლელობაში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე წამოსვლის მსურველები არ დაიშვებიან.
2. მსვლელობაში მონაწილეობის მსურველი არასრულწლოვანი აუცილებელია იმყოფებოდნენ პასუხისმგებელ პირთან ერთად(ოჯახის წევრი, ბიძა მამიდა, დეიდა). წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირი ვერ მიიღებს მსვლელობაში მონაწილეობას.
3. მსვლელობის მონაწილემ თან უნდა იქონიოს მსვლელობის განმავლობაში მისთვის საჭირო საგზალი.
4. იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მოხმარება და წამოღება, წინააღმდეგ შემთხვავაში მონაწილეობის მსურველი არ დაიშვება მსვლელობაზე.
5. არ ვანაგვიანებთ გარემოს.
6. მსვლელობაში გულსისხლძარღვთა და ასთმური დაავადებების მქონე პირები არ დაიშვებიან.
7. ყველა მონაწილე პირი ვალდებულია დაემორჩილოს ჯგუფის ლიდერის მითითებებს.
8. მსვლელობის ძირითადი ბილიკიდან თვითნებურად გადახვევა აკრძალულია.
9. მსვლელობაში მონაწილეობა გულისხმობს მსვლელობის დასაწყისიდან (ხარაგაული) დასრულებამდე (ხარაგაული) უწყვეტ ჩართულობას და წესების დაცვას.

აუცილებელი აღჭურვილობა:
საწვიმარი;
თბილი ქურთუკი;
თბილი ქუდი;
მზის სათვალე;
სათადარიგო სალაშქრო ფეხსაცმელი;
მსვლელობის მონაწილემ თან უნდა იქონიოს მსვლელობის განმავლობაში მისთვის საჭირო ერთი დღის საგზალი;
სასმელი წყალი;

მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულოა!
ღონისძიებაში დაურეგისტრირებელი პირი ვერ შეძლებს მსველობაში მონაწილეობას!
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ 18:00-23:00 პერიოდში, ყოველ დღე.
ტელ: 597 05 12 00 სოსო; ტელ: 557 00 50 12 ბერიკა
(ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი არ უზრუნველყოფს მსვლელობაში მონაწილეების თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან ხარაგაულის მიმართულებით ტრანსპორტირებას და ღამის გათევას).

ღონისძიების ორგანიზატორია:
ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფი

ღონისძიებების მხარდაჭერები არიან:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;
საქართველოს საპატრიარქო;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.