

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა დაისჯება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონდამრღვევზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები გავრცელდება.
თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები. აღსანიშნავია, რომ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა მთელი წლის განმავლობაში დაშვებულია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,