

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ეკოლოგიური პრობლემების შესარბილებლად პროექტს – „ენერგიის ალტერნატიული წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ – ახორციელებს.
ამ პოექტის ფარგლებში ხარაგაულის #1, ვარძიის, კიცხის, წყალაფორეთისა და ბორითის საბავშვო ბაღების სახურავებზე მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება.
ელექტროსადგურების მოსაწყობად ორგანიზაციამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები 2019 წლის 10 მაისამდე მიიღება.
„ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ყოველწლიურად დაახლოებით 300 კბმ შეშას, 25 000 ლარის ელექტროენერგიას და 4000 ლარის თხევად აირს მოიხმარს, – ამბობს ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – მზის მიკროელექტროსადგური ელექტროენერგიის ხარჯს გაანახევრებს. მივიღებთ 25-27 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს და წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ეკონომიას.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ პროექტში თანამონაწილეობისთვის გაერთიანებამ, ერთჯერადად, 8 ათასი ლარი უნდა გაიღოს. მისივე ინფორმაციით, ამ ინოვაციური პროექტის დანერგვით ელექტროენერგიის ხარჯს მნიშვნელოვნად დაზოგავენ.
ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,