
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დღეს, 3 მაისს, ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში საბავშვო მწერალ გივი ჩიღვინაძესთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში დაბა ხარაგაულში მოქმედი სამივე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მწერლის შემოქმედებიდან ლექსები, ნაწყვეტები და ლექსად გამოთქმული გამოცანები (რითმოცანები) წაიკითხეს.
მწერალმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და ბიბლიოთეკას საჩუქრად თავისი და კოლეგების წიგნები გადასცა.
გივი ჩიღვინაძე თვლის, რომ მსგავსი შეხვედრები ყველა სკოლაში აუცილებელია, რადგან რეგიონებში მოსწავლეებს ცოცხალი მწერლები ნანახი არ ჰყავთ.
„თანამდეროვე საბავშვო მწერლების შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგები, – – ამბობს მწერალი, – რეგიონებში სკოლებსა და ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები არ მიეწოდებათ. თბილისში სკოლებში ხშირად ვხვდებით მოსწავლეებს. ვთვლი, რომ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები თბილისელ თანატოლებს არაფრით ჩამოუვარდებიან, ზოგჯერ პირიქით – უფრო ნიჭიერები და ინფორმირებულები არიან“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით – საბიბლიოთეკო კვირეული 2019 – 30 აპრილს დაიწყო.
ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეული ლეღვნის სასოფლო ბიბლიოთეკაში მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებით გაიხსნა.
კვირეულის განმავლობაში ხარაგაულის ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებაში სხავადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკა აქტიურ მკითხველებს ექსკურსიით დააჯილდოებს.
საბიბლიოთეკო კვირეული – 2019 დევიზით „ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი“ მიმდინარეობს.
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით