
ხარაგაულის მერიამ საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი წარუდგინა.
ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის ნაშთიდან 22 500 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 19 500 ლარი კულტურისა და ხელოვნების ცენტრს უნდა გადაეცეს, 13 800 – ფოკლორის სახელმწიფო ცენტრს – ხარაგაულის სალოტბარო სკოლაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის. 3 000 ლარით წიფსა და ღარიხევში სასაფლაოს შემოსაღობ მასალებს შეიძენენ.
მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ
საბიუჯეტო ცვლილების პროექტის განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის დირექტორის სიტყვები გაიხსენა, რომ 2019 წელს სუბსიდიის დამატება არ დასჭირდებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქანდაკეთა მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ხარაგაულში სახვითი ხელოვნების მუზეუმის შექმნას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. მუზეუმის ახალი ექსპონატებით გამდიდრება წელს, 26 მაისს, იგეგმება.
დეპუტატი მალხაზ ფხალაძე ამბობს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს მუზეუმის ახალი ექსპონატებისთვის საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას უნდა გაეთვალისწინებია, რადგან ამის შესახებ ორი წლის წინაც იცოდნენ.
„თუ თანხა მოძიებულია, რატომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად არ მივმართავთ, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მაგალითად, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის.“
„მუზეუმს რომ ახალი ექსპონატები გაამდიდრებს, ეს უდავოა, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – მოქანდაკეთა წერილში დასაბუთებულია ამის მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანი ბაზარში რომ მიდის, ყველისა და პურის შესაძენი ფული თუ არ აქვს, როგორ და რატომ იყიდის ძვირფას ტანსაცმელს?!
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, რა უფრო მნიშვნელოვანია, ბიუსტების შეძენა თუ საბავშვო ბაღის გაზიფიცირება.
მხარს ვუჭერ მოცეკვავეთა ფესტივალში მონაწილეობის დაფინანსებას, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია გვჭირდება, ეს ფესტივალში მონაწილეობისთვის საჭირო საერთო თანხის რა ნაწილია.“
საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია პარასკევს, 3 მაისს 10:00 საათზე, განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო 6 მაისის სხდომაზე მიიღებს.
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით