

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი გრაფიკული დიზაინის უფასო კურსებზე გიწვევთ.
ტრენინგები 18 მაისიდან საქართველოს ცხრა რეგიონში გაიმართება. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის გარდა გრაფიკული დიზაინის კურსი თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, კასპში, ჭოპორტში, თელავსა და ახმეტაში ჩატარდება.
კურსის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის ამაღლება, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის – გრაფიკული დიზაინის შესწავლის ხელშეწყობა. კურსი მთლიანად პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
• Adobe Photoshop-ში გამოსახულების დამუშავება;
• Adobe illustrator-ში გრაფიკული პროდუქტის შექმნა და დამუშავება;
• პოლიგრაფიული პროდუქტის შექმნა და დასაბეჭდად გამზადება;
• გიფის აწყობა სხვადასხვა ტრენდული ვიზუალით;
• ბანერების, სავიზიტო ბარათების, ბროშურების და პოსტერების შექმნა;
• Product Icon – ის შექმნა, Material Design-ის წესების დაცვით და ნამუშევრის სწორად შეფუთვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2V74Dh6
ახალ პროგრამას – IT გადამზადების კურსი გრაფიკულ დიზაინში – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბთან ერთად ახორციელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,