

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივით 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, საქართველოში წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა.
ამასთან დაკავშირებით, ხარაგაულს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გრიგოლ ქობალიანი და დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე ესტუმრნენ. მათ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნებით დაასაჩუქრეს.
„ძალიან გვიყვარს ხარაგაული და გადავწყვიტეთ ეს დღე ხარაგაულში აღგვენიშნა, – ამბობს რიტა წაქაძე, – მოვიტანეთ 430 საბავშვო წიგნი. ძირითადად – ზღაპრები და სათავგადასავლო ლიტერატურა. იმედია ხარაგაულელ პატარებს გავახარებთ“.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დახარისხების შემდეგ წიგნები ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკას გადაეცემა.
ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი სოფო ლაცაბიძე ამბობს, რომ ეს ის ლიტერატურაა, რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკაში მრავალჯერადი მოხმარებისაგან დაზიანებულია. ამ წიგნებით კი შეძლებენ ძველი წიგნები ახლით ჩაანაცვლონ.


პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური