

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მსოფლიო ბანკთან არსებული „ახალგაზრდული ხმების“ ჯგუფმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგში ხარაგაულის საჯარო სკოლების X-XII კლასების 30 მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდები გაეცვნენ, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო ინტერესების დაცვა; როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ადვოკატირება და სხვ.
უფროსკლასელებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული პროექტები მოამზადეს. მათ დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების შეფერხების, რკინიგზის მშენებლობის გამო მდინარე ჩხერიმელას დაბინძურების, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციისა და მაწანწალა ცხოველების პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. დაგეგმეს, თუ როგორ და რომელ უწყებებში უნდა გაუწიონ ადვოკატირება ამ საკითხებს.
ტრენინგის მონაწილე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე ამბობს, რომ ადვოკატირების საკითხებზე ტრენინგი ხარაგაულში სკოლების მოსწავლეებისთვის პირველად გაიმართა და კვალიფიციური ტრენერებისგან მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოადგებათ.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური