ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, 12 აპრილს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობდნენ კორპორაცია „ევექსის“ დასავლეთ საქართველოს ინეტრვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე; ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ანგიოქირურგი დავით კოვზირიძე; ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩეჩელაშვილი; ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი ნათია დავითულიანი; ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე; გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე.

აქციის ფარგლებში ექიმებმა 114 პაციენტი მიიღეს. აქედან – ანგიოქირურგთან სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა 31-მა, გინეკოლოგთან – 15-მა, ენდოკრინოლოგთან – 38-მა, კარდიოლოგთან – 46-მა, ოფთალმოლოგთან – 65-მა, რადიოლოგთან – 69-მა პაციენტმა.

რამდენიმე პაციენტს ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, ანგილოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები გამოუვლინდათ. მათ ვიზირება მიეცათ შემდგომ კვლევებზე – კარდიოინტერვენცია, ლაბორატორილი კვლევები, დიგიტალური ანგიოგრაფია. წინასწარი ინფორმაციით, ოპერაციული ჩარევები ზოგად ქირურგიაში სამ პაციენტს ესაჭიროება, კარდიოქირურგიაში – ერთს, ანგიოქირურგიაში – ორს, ოფთალმოლოგიაში – ორს, გინეკოლოგიაში – ორს.

სამედიცინო აქციის პარალელურად კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე ხარაგაულელ ექიმებს შეხვდა და კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.