საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის #791 განკარგულებით, 2019-2021 წლებში საქართველოში გაზიფიცირების ახალი ეტაპი იწყება.

2019 წელს ხარაგაულში სოფელ ლაშესა და კიცხში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო, ხოლო ფარცხნალში საპროექტო სამუშაოები განხორციელდება. 2020 წელს კი დაიწყება ფარცხნალის გაზმომარაგების სისტემის მშენებლობა.

ასევე 2019 წელს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხიდარში, წყალაფორეთში, ლახუნდარაში, ბორში, ღუდუმექედში, საქარიქედში, ვახანში, სერბაისში, ლეღვანში, მარელისში, დეისში, ბეჟათუბანში, ჭარტალში, ნებოძირში, ქვებში, ბაბში, ანიულაში, სარგვეშში, ხორითში, საბეში, მიროწმინდაში, საღანძილეში, ზარანში სხლითში, ღორეშაში, უჩამეთში, ხემაღალში, ლაშის იგორეთში, ბორითში, საქასრიაში, მაქათუბანში, უბისაში, ერეთაში, ვაშლევში, კვესრევში, ამაშუკეთში, ნადაბურში, ხუნევში, ვერტყვიჭალაში, ვერტყვილაში, ხევში, წაქვაში, გრიგალათში, ციცქიურში პატარა ვარძიასა და ხონში გაზიფიცირებისათვის საჭირო წინასაპროექტო კვლევას განახორციელებს.

განკარგულების მიხედვით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 -2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 223 დასახლებული პუნქტში  58 894 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონი ლარია.