

სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნისთვის ხარაგაულში ექვსი ტრაქტორი სრულ მზადყოფნაშია.
ეს ინფორმაცია შპს „ხარაგაული 2011“-ის დირექტორის, ოლეგი კაციტაძისგან მოვიპოვეთ.
მისი ინფორმაციით, კიცხში, ბორსა და ჯაფაროულში მათ 20 ჰა მიწა უკვე დაამუშავეს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მომატებულია.
0,01 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნა და დაფარცხვა ხარაგაულში 3 ლარი ღირს. მიწის დახვნის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ოლეგი კაციტაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 555 54 80 54.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.